Friday, July 23, 2010

კომპიუტერი და საზოგადოება



პროექტის მოკლე აღწერა: მოგეხსენებთ, რომ კომპიუტერის და თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე საქმის წარმოება, ორგანიზაციების მართვა, არსებობა და მუშაობა შეუძლებელია. კომპიუტერის გამოყენება შესაძლოა საზოგადოებაში და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.
პროექტის სრული აღწერა: ისტ–ს ცოდნა და გამოყენება მასწავლებლებსა და მოსწავლე ახალგაზრდებს ხელს შეუწყობს სწრაფი და ხარისხიანი მუშაობის განხორციელებაში, რათა ისტ–ს ცოდნის გამოყენება შეძლონ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. აგრეთვე ხელს უწყობს მასწავლებლებისა და მოსწავლეების თანამშრომლობას გაკვეთილის პროცესში. ისტ–ს სწავლების უნარ–ჩვევების განვითარებას, ინტერნეტთან მუშაობას, საჭირო მასალების სწრაფად მოძიებას ინტერნეტიდან, საზოგადოებასთან ინტეგრაციას, ადგილობრივი და დევნილი მოსწავლე ახალგაზრდების ინტეგრაციას, საქართველოს და უცხო ქვეყნების სკოლებთან თანამშრომლობას, კომუნიკაციას. სკოლაში ფოტო გალერეების მოწყობას, ვიდეო ფილმების და სხვადასხვა კულტურული თუ საზოგადოებრივი ღონისძიებების განხორციელებას.
მონაწილეთა ასაკი/კლასები: 15–დან 18–წლამდე; IX-XII კლასელები.
ვადები/ხანგრძლივობა:3 თვე.
ოექტის შესაძლო აქტივობები: 1. მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდება პროექტის შესახებ; 2. ისტ–ს წრის ჩამოყალიბება; 3. ისტ–ს სწავლების უნარ–ჩვევების განვითარება; 4. ინტერნეტში მუშაობა; 5. უცხო ქვეყნებთან თანამშრომლობა – კომუნიკაცია.
მოსალოდნელი შედეგები: სწრაფი და ხარისხიანი მუშაობა, თანამშრომლობა მასწავლებლებთან სასწავლო პროცესში, ინტერნეტიდან საჭირო მასალების მოძიება, ვებ–გვერდებზე და ბლოგებზე მუშაობა. ფოტო და ვიდეო მასალების გამოქვეყნება–პრეზენტაცია. უცხო ქვეყნებთან კონტაქტი.
სარგებელი სხვებისათვის: დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის საჭირო მასალების მიწოდება. ანიმაციური ვიდეო ფილმების ჩვენება. პრეზენტაცია – ფოტო მასალების გამოფენა.
სოფლის ახალგაზრდებისათვის და მოსახლეობისათვის საჭირო პრობლემების გადაჭრა.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნული სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინგლისური, გერმანული, რუსული.
კონკრეტული ამოცანების და პრობლემების გადასაჭრელად: 1. მოპოვებული მასალების თარგმნა; 2. უცხო ქვეყნის სკოლის მოსწავლეებთან კომუნიკაცია; 3. უცხო ქვეყნების ვებ–საიტებში მუშაობა. ეს ხელს შეუწყობს უცხო ენების ცოდნის გაღრმავებას და ცოდნის რეალიზებას.
მონაწილეები სხვა სკოლიდან:
რუხის საჯარო სკოლასთან შერწყმული ნაწულუკუს საბაზო სკოლა
რიყის საჯარო სკოლა
ქ. ზუგიდიდის მე–8 საჯარო სკოლა
ქ. ზუგდიდის მე–11 საჯარო სკოლა
პროექტის ფასილიტატორი: ეკატერინე თოდუა
ელ–ფოსტა: ekatokatta@gmail.com

No comments:

Post a Comment